საზოგადოება
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“: „შეშფოთებას გამოვთქვამთ შემზარავი კადრების არასრულწლოვანთათვის ჩვენების გამო“

1kadri-sazog-1საქართველო, 18 მარტი, საქინფორმი. პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ავრცელებს განცხადებას, სადაც, კერძოდ, ნათქვამია:

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ გამოთქვამს შეშფოთებას ნაციონალური მოძრაობის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების ამსახველი შემზარავი კადრების შემცველი დოკუმენტური ფილმის არასრულწლოვანთათვის ჩვენების გამო. მოვუწოდებთ ხელისუფლების შესაბამის ორგანოებს, შეისწავლონ მომხდარი, გამოავლინონ პასუხისმგებელი პირები და მიიღონ ყველა ზომა, რათა მომავალში არ გამეორდეს მსგავსი ფაქტები“.

როგორც ჩანს, პარტია "ქართული ოცნების" ოფისში თბილისში სხვაგვარად ფიქრობენ, ვიდრე მის ქვეგანყოფილებაში სამეგრელოში და "გოლი" საკუთარი კარშივე გააქვთ...