სამართალი
მამუკა არეშიძე: „დეპუტატები ღარიბაშვილის ზურგსუკან მზაკვრულ გეგმებს ამზადებენ“

1deputati-samart-3საქართველო, 18 მარტი, საქინფორმი. პარლამენტში პრემიერ-მინისტრისთვის იმპიჩმენტის გამოცხადების შესახებ კონსულტაციების მიმდინარეობის თაობაზე ექსპერტი მამუკა არეშიძე განცხადებას კიდევ ერთხელ აკეთებს. არეშიძე აცხადებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ იმპიჩმენტისთვის 15 ხმა აკლდება. ის ასევე არ გამორიცხავს, რომ ღარიბაშვილისთვის იმპიჩმენტის გამოცხადებას მხარს ქართული ოცნების წარმომადგენლებიც უჭერდნენ.

ამ ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხი უკვე დგას... პარლამენტში მავანი ირაკლი ღარიბაშვილის იმპიჩმენტისთვის ემზადება, დეპუტატები ხმებს აგროვებენ და არის ერთი ამბავი, იმის ნაცვლად, რომ საქმე აკეთონ, მიდის ბრძოლა და ღარიბაშვილის ზურგს უკან მზაკვრულ გეგმებს ამზადებენ. ღარიბაშვილის იმპიჩმენტის საკითხის ინსპირატორია „ნაციონალური მოძრაობა“, ახლა ჩალიჩობენ, რომ 15 ხმა მოიპოვონ და მიდის დეპუტატების გადმობირება“, - აცხადებს მამუკა არეშიძე გაზეთ „კვირის ქრონიკასთან“ ინტერვიუში.