პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტმა ქალაქ ყარსში ვიზიტი დაიწყო

1kars-polit-3საქართველო, 18 მარტი, საქინფორმი. პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თურქეთის პრეზიდენტის მიწვევით ქალაქ ყარსში საქართველოს დელეგაციასთან ერთად ჩავიდა. ქვეყნის პირველი პირმა თურქ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან ერთად ტრანსანატოლიის ბუნებრივი გაზსადენის“ (TANAP) პროექტის საძირკვლის ჩაყრის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.

ეს არის მნიშვნელოვანი პროექტი. სწორედ TANAP-ის საშუალებით ევროკავშირს აზერბაიჯანიდან საქართველოსა და თურქეთის გავლით დამატებით მიეწოდება ბუნებრივი აირი, რაც ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოების თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი პროექტია და საქართველოს მონაწილეობა ასეთი ტიპის პროექტში, თავისთავად, საგულისხმოა“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა გიორგი აბაშიშვილმა.

გიორგი მარგველაშვილი თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთად ჰეიდარ ალიევის სახელობის ლიცეუმის გახსნის ცერემონიას დაესწრო.