აქტუალური
უილიამ ლაჰიუ: „ნატოს ექსპერტები მხარს დაუჭერენ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს საწვრთნელი ცენტრის ჩამოყალიბებაში“
1uiliam-aqtual-1საქართველო, 18 მარტი, საქინფორმი. საქართველოში ვიზიტით ნატოს შემფასებელთა ჯგუფი იმყოფება, რომლის ვიზიტის მიზანი ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით გათვალისწინებული ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის დაარსებისთვის არსებული შესაძლებლობებისა და ინფრასტრუქტურის შეფასებაა. ნატოს შემფასებელთა ჯგუფს ნორვეგიის წარმომადგენელი ხელმძღვანელობს. ჯგუფის შემადგენლობაში შედიან ლატვიელი, ლიტველი, დანიელი და გერმანელი ოფიცრები. პროექტის ინტენსიურ მხარდაჭერას ახორციელებს ამერიკის შეერთებული შტატები. ცენტრის გახსნასთან დაკავშირებით მედიის წარმომადგენლებისთვის განცხადებები გააკეთეს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ლევან ღირსიაშვილმა და ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმღვანელმა უილიამ ლაჰიუმ
ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ ხსენებული ცენტრის საქართველოში დაარსების მნიშვნელობას და შესაბამისად, ყველა არსებული რესურსი მიმართული იქნება აღნიშნული ინიციატივის დროული და ეფექტური განხორციელებისკენ პაკეტით გათვალისწინებული სხვა ელემენტების იმპლემენტაციის პარალელურად“, - განაცხადა ლევან ღირსიაშვილმა. 
უილიამ ლაჰიუს განცხადებით, „ცენტრი უზრუნველყოფს წვრთნებს საქართველოს, ასევე, ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავსებადობის შენარჩუნებისა და გაძლიერების მიზნით“.