საზოგადოება
პაატა ბურჭულაძე "იუნისეფის" კეთილი ნების ელჩი იქნება

burchuladze-paataბავშვთა უფლებების დაცვის სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, პაატა ბურჭულაძე საქართველოში "იუნისეფის" კეთილი ნების ელჩი იქნება. როგორც საქინფორმს გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ბიუროდან აცნობეს, "იუნისეფის" წარმომადგენელი რულანდ მონაში საოპერო მომღერალსა და ფონდ "იავნანას" პრეზიდენტს - პაატა ბურჭულაძეს კეთილი ნების ელჩის ტიტულს 3 დეკემბერს, 15.00 საათზე, სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში" გადასცემს. გაეროს ბავშვთა ფონდის ინფორმაციით, "იუნისეფის" კეთილი ნების ელჩები მთელს მსოფლიოში თავიანთ შესაძლებლობებსა და აღიარებას იყენებენ, რათა საზოგადოებისა და მთავრობების ყურადღება ბავშვთა უფლებების დაცვას მიაქციონ და თავიანთი წვლილი შეიტანონ ბავშვთა მდგომარეობის გაუმჯობესების საქმეში.