„ჩვენ ამ გადაწყვეტილებას აუცილებლად გავასაჩივრებთ...მოსამართლე მგელიაშვილი არ აღმოჩნდა ნეიტრალური და ობიექტური პირი, რომელიც შეამოწმებდა იმ მტკიცებულებებს რაც წარვადგინეთ სასამართლოში. მას რომ ოებიქტურად შეემოწმებინა მტკიცებულებები, დარწმუნდებოდა ჩაჩუას ბრალეულობაში. მგელიაშვილმა არ გაითვალისწინა და არ გაიზიარა დაზარალებულთა, მოწმეთა, ნეიროქირურგების, ექსპერტების ჩვენებები, ასევე საექსპერტო კვლევები და ჩვენს მიერ წარმოდგენილი ვიდეომასალები", - განაცხადა ნადოიმ.
ამასთან, ნადოიმ აღნიშნა, რომ მისთვის გაუგებარია ხაზგასმა ჰაკიმ ფაშასთან დაკავშირებით.
„ეს ვიდეომასალა არც გამოგვიყენებია როგორც ერთ-ერთი მტკიცებულება. ჩვენ გვქონდა ძირითადი ვიდეომასალა და სწორედ ამ ვიდეომასალას დავეყრდენით. რა შუაში იყო ხაზის გასმა ჰაკიმ ფაშასთან დაკავშირებით, ეს ჩემთვის ნამდვილად გაუგებარი იყო", - განაცხადა რევაზ ნადოიმ.
ექსპერტ ლევან ჩაჩუას მიმართ ზურაბ ჟვანიას საქმეში მოსამართლემ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა.