სამართალი
ნორლანდი: „საქართველო ასეთი ძალადობით ვერ იხეირებს"

norland-samart-1საქართველო, 17 მარტი, საქინფორმი. ზუგდიდში მომხდარ ინციდენტს, სადაც "ნაციონალური მოძრაობის" პარტიის ოფისი და ანი ნადარეიშვილის "მხარდაჭერისა და თავისუფლების ცენტრი" დაარბიეს, შეერთებული შტატების ელჩი რიჩარდ ნორლანდი ეხმაურება და აცხადებს, რომ "საქართველო ასეთი ძალადობთ ვერ იხეირებს“.

„შეშფოთებული ვარ არსებული მდგომარეობით, ყველამ უნდა გაიაზროს, რომ ძალადობა არავის ინტერესებში არ შედის, ორივე პარტიამ უნდა აკონტროლოს თავისი ექსტრემალური ელემენტები", - აცხადებს ნორლანდი.