იმერლიშვილი: „პრეზიდენტის გამოსვლა ძალიან საინტერესო იქნება. ეს საინტერესო უნდა იყოს მოსახლეობისთვისაც“
საქართველო, 17 მარტი,
საქინფორმი. პარლამენტში პრეზიდენტის დაგეგმილ გამოსვლასთან დაკავშირებით უშიშროების საბჭოს მდივანი აცხადებს, რომ გამოსვლა ძალიან სერიოზულადაა მომზადებული.
„პრეზიდენტი მზად არის დებატებისთვისაც, თუმცა ეს პარლამენტის ბიუროს გადასაწყვეტია. მოწვეულები არიან, როგორც წესი, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და იმედი მაქვს, რომ საელჩოები ისე როგორც შარშან, წელსაც ინტერესს გამოიჩენენ და დაესწრებიან ამ შეხვედრას. ჩამოვლენ თუ არა ქუთაისში მთავრობის წევრები ვერ გეტყვით - ყველა სტუმარი, როგორც მინისტრები, ისე დიპლომატიური კორპუსი უნდა მოიწვიოს საქართველოს პარლამენტმა, თუმცა, ვფიქრობ, ძალიან საინტერესო გამოსვლა იქნება და როცა საქართველოს პრეზიდენტი წელიწადში ერთხელ მიმართავს ქვეყნის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე მოსახლეობას, ეს საინტერესო უნდა იყოს მათთვისაც", - აღნიშნა იმერლიშვილმა.