მურმან დუმბაძე: „მე მაქვს კონსტიტუციური უფლება, დავიცვა ოჯახი და კერძო საკუთრება“
საქართველო, 17 მარტი,
საქინფორმი. მურმან დუმბაძე იარაღს ყიდულობს და ამბობს, რომ ოჯახის დასაცავად ყველაფერს გააკეთებს. პარლამენტის ვიცე-სპიკერის ამ გადაწყვეტილების მიზეზი 15 მარტის აქცია გახდა, რომელიც
„თავისუფალი თაობის" წევრებმა უმაღლესი საბჭოს დეპუტატ
ჯემალ ფუტკარაძის სახლთან გამართეს და მას, „მოღალატე“ უწოდეს.
ორგანიზაციის წევრებმა განაცხადეს, რომ „ქართული ოცნების“ ყველა მოღალატე დეპუტატის“ სახლთან აქციას გამართავენ და შემდეგი მურმან დუმბაძე იქნება. დუმბაძემ გუშინ ბრიფინგი საკუთარ სახლში გამართა და განაცხადა, რომ ასეთი აქციის ჩატარების შემთხვევაში, ყველას სათანადო პასუხს გასცემს. დუმბაძესთან ერთად ბრიფინგზე უმაღლესი საბჭოს დეპუტატები - ჯემალ ფუტკარაძე და მედეა ვასაძე იმყოფებოდნენ.