საზოგადოება
განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა №173 საჯარო სკოლა შეძახილებისა და სტვენის ფონზე დატოვა. მოსწავლეები, ძირითადად, "მზია, მზია!"-ს გაიძახოდნენ. მზია გიორგობიანი მათი სკოლის ყოფილი დირექტორია, რომელიც თანამდებობიდან მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც № 173 სკოლის მე-12 კალსის მოსწავლეებმა საპროტესტო აქციაში მიიღეს მონაწილობა.
შაშკინი სკოლის შენობიდან გამოსვლისას რამდენჯერმე შეჩერდა და სცადა, აეხსნა მოსწავლეებისთვის, თუ რატომ მიიღეს გადაწყვეტილება მზია გიორგობიანის მოხსნის შესახებ. მინისტრის განცხადებით, № 173 საჯარო სკოლა სიდიდით მეორეა მთელს საქართველოში. ამ სკოლაში ამ დრომდე არ იყო მოგვარებული გათბობისა და კვების ბლოკის პრობლემები.