საზოგადოება
ზუგდიდში “9 წლიანი რეჟიმის სისხლიანი ქრონიკის” ჩვენება შედგა

pokaz-sazog-1საქართველო, 17 მარტი, საქინფორმი. 14 მარტს ზუგდიდში, საკონცერტო დარბაზ “ოდიშში” არასამთავრობო ორგანიზაციის - ყველა თაობა საქართველოსთვის ხელმძღვანელის, ყოფილი პოლიტპატიმრის, პროფესორ გია სალუქვაძის ორგანიზებით გაიმართა  დოკუმენტური ფილმის ჩვენება (ვიდეო იხ. აქ), სახელწოდებით „9-წლიანი რეჟიმის სისხლიანი ქრონიკა”.
ფილმის პრემიერა ბრიუსელში, ევროპარლამენტის საკონფერენციო დარბაზში შედგა. სალუქვაძის ინფორმაციით, მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, ჩვენება ბრიუსელში რამდენჯერმე გაიმართა.

ფილმის ჩვენებას ზუგდიდის კულტურის სახლში დაახლოებით ათას ხუთასამდე მაყურებელი ესწრებოდა.