რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: „ვაშინგტონიდან მიღებული ინფორმაციით, სექსუალური ხასიათის ფსიქიკური აშლილობის მქონე სააკაშვილი სკანდალით გამოაძევეს აშშ-დან და მალე, თავის პროტეჟეებიანად, უკრაინიდანაც გამოაძევებენ!“

arn-polit-1-redaq-1-GEOარ არსებობს საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების უფრო ზუსტი და ლაკონური შეფასება, ვიდრე ციტატა 1931 წელს ილფისა და პეტროვის მიერ დაწერილი წიგნიდან „ოქროს კერპი“: „ლეიტენანტ შმიდტს 18-დან 52 წლამდე ასაკის 30 ვაჟიშვილი და 4 ბრიყვი, ხნიერი და უშნო ქალიშვილი აღმოაჩნდა“.

როგორც კი „ოქროს კერპმა“ „წველა“ შეწყვიტა - ანუ ბიძინა ივანიშვილმა შეწყვიტა თავისი პოლიტიკური „პირმშოების“ გამოკვება, რომლებისგანაც ჭრელი კოალიცია და იმავე დასახელების პარტია „ქართული ოცნება“ შექმნა, ისინი ერთმანეთს დაეძგერნენ, რადგან „ბავშვები რაღაცნაირი უხეში, ხარბი, თავნება იყვნენ და ერთმანეთს ფულის შოვნაში ხელს უშლიდნენ...“ . რაც მოსალოდნელიც იყო არაპოპულარული, მარგინალური, ნეპოტიზმითა და კორუფციით საკუთარი თავის მადისკრედიტებელი, შევარდნაძის ხანის „მოღვაწეებისგან“ (ენა არ მოგიტრიალდება, რომ მათ პოლიტიკოსები უწოდო), „ახალ სახეებთან“ ერთად - აშკარა დილეტანტებთან, სახელმწიფო ბიუჯეტს რომ ეცნენ და საკუთარ „მამას“ აუჯანყდნენ.

„თქვენ იცით, როგორ ააშენოთ აყვავებული საქართველო? აბა მიდით!“ - მიუშვა მაშინ „სადავეები“ ივანიშვილმა და დროებით ჩრდილში გადაინაცვლა, რათა მათთვის „შემოქმედებითი“ თავისუფლება მიეცა. შესაძლოა ივანიშვილმა ეს განგებ გააკეთა, რათა ქართველი ხალხისთვის ეჩვენებინა მათი უმაქნისობა, მაგრამ დღეს ბიძინამ სასწრაფოდ უნდა ჩართოს „დროის მანქანა“ - ანუ დაბრუნდეს 21012 წელში და ყველაფერი თავიდან დაიწყოს. რამდენად აცნობიერებს ბიძინა გრიგორის ძე საფუძვლიანი ცვლილებების უკიდურეს აუცილებლობას, თუ კოსმეტიკური რემონტით შემოფარგვლას იმედოვნებს - ამას უახლოესი დღეები გვიჩვენებს, ჯერჯერობით კი საქართველო ქუჩური ხელჩართული ჩხუბის ყოველდღიურ რეჟიმში იმყოფება 21 მარტის მოლოდინში, როცა სააკაშვილის ექსმმართველი პარტია მასობრივი საპროტესტო მიტინგით იმუქრება დედაქალაქის ცენტრალურ პროსპექტზე მთავრობის გადადგომის მოთხოვნით.

აუცილებლად აღსანიშნავია, რომ უმოკლეს ვადაში - „ქართული ოცნების“ 2-წლიანი მმართველობის განმავლობაში - გაკოხტავებული „ნაციონალები“ ივანიშვილს მხოლოდ ამას როდი უნდა უმადლოდნენ: მას რომ 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლება არ დაემხო, ეკონომიკური სტაგნაცია საქართველოში მაინც დაიწყებოდა, მაგრამ დღეს პასუხისმგებელი იქნებოდა „ნაციონალური მოძრაობა“ და არა „ქართული ოცნება“! გარდა ამისა, საქართველო ოფიციალურად ჩათრეული აღმოჩნდებოდა უკრაინის კონფლიქტში, აქედან გამომდინარე ყველა უმძიმესი შედეგით...

თუმცა, „ნაციონალებისთვის“, გარდა კარგად სტრუქტურირებული პარტიის, თავისი ოფისებითა და ფინანსებით, სასამართლო და დიპლომატიური კორპუსის, შსს-ს ბირთვის, პროკურატურისა და თითქმის ნახევარი პარლამენტის, და კიდევ „დროშის“ - მიხეილ სააკაშვილის დატოვება „ჩიტის“ თავისუფლებაზე გაშვებით, უკიდურესად წინდაუხედავი ნაბიჯი იყო. სააკაშვილი, რომელიც ივანიშვილისგან მილიონებს იღებდა, ხომ ასევე „ლეიტენანტ შმიდტის ვაჟია“ - ერთგვარი შურა ბალაგანოვი, ამიტომაც „ბალაგანს“ საქართველოში აუცილებლად მოაწყობს! მეტიც - ქვემოთ ჩამოვთვლი მიზეზებს, რომელთა გამოც იძულებულია ასე მოიქცეს. მაშ ასე:

როცა ჟურნალისტმა ლალი მოროშკინამ, რომელსაც ახალი ხელისუფლების პირობებში გარკვეულ ხანს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრის მრჩევლის პოსტი ეკავა, სკანდალური განცხადება გააკეთა, რომ მიშა მანიაკი და გახრწნილია, რომელსაც დაქვეითებულ ლიბიდოსთან დაკავშირებით პრობლემები აწუხებს და რომ ციხეებში ანალურ წამებებს ვიდეოზე სააკაშვილის მითითებით იღებდნენ, რომელთა ნახვითაც იგი პოტენციას იწვევდა, უმრავლესობამ ეს ცნობილი შოუვუმენის მორიგ ეპატაჟად აღიქვა. არადა, ლალი ხომ კარგად იცნობდა მიშას მანამდეც, სანამ იგი პრეზიდენტი გახდებოდა...

მაშინ არავის შეუჯერებია ეს უწინ გახმაურებულ ურიცხვ სკანდალურ ფაქტთან, რომლებიც სააკაშვილის სექსუალური ხასიათის ფსიქიკურ აშლილობას (სექსუალური პერვერსიები, პარაფილია) მოწმობდა: როცა სკოლის მოსწავლე მიხეილი, დიდი ხნის განმავლობაში ენურეზით რომ იტანჯებოდა, თანაკლასელებს თავისთან სახლში იტყუებდა და მალულად იღებდა ინტიმური ხასიათის სცენებს მათი მონაწილეობით, შემდეგ კი ამ ვიდეოკასეტებს ავრცელებდა; მისი მისწრაფება ექსტრემალური სექსისადმი მასზე ბევრად ახალგაზრდა გოგონებთან - აუზში, თვითმფრინავში, რესტორნებში, ზოგჯერ - გათხოვილ ქალებთანაც, თითქმის მათი ქმრების თვალწინ, რაც მას განსაკუთრებით აღაგზნებდა... აღარაფერი რომ არ ვთქვათ სამუშაო კაბინეტებსა და სასტუმროებში გამართულ ორგიებზე, რის გამოც სანდრამ ერთხელ ბავშვებს ხელი მოკიდა და მშობლებთან, ნიდერლანდებში გაფრინდა. არ დაიმალა სადომაზოხიზმის ფაქტებიც საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი სააკაშვილის სექსპარტნიორების კერტებმოჭმული ძუძუებით, სადისტურად დაზიანებული სასქესო ორგანოებით და აბორტებით... ვერ მოხერხდა ასევე იმ ინციდენტების დამალვა, რომლებსაც ადგილი ჰქონდა ორი ოფიციალური საზღვარგარეთული ვიზიტის დროს - როცა პირველი ლედის მცველებმა პრეზიდენტ სააკაშვილს ის ხელი ამოუგდეს (მეორედ - მოტეხეს), რომელიც დაიგრძელა.

თუმცა დღესაც კი საქართველოში არავინ დაფიქრებულა, საქართველოდან აშშ-ში გაქცეული სააკაშვილი, მანამდე, სანამ „ნეზალეჟნის მაიდანს“ მოაწყობდა, რატომ არ კითხულობდა ამერიკაში ლექციებს, როგორც ამას ფართოდ არეკლამებდნენ? ტაფტსის კერძო უნივერსიტეტში, მასაჩუსეტსის შტატში, რაც ამერიკის საზომით, ნებისმიერი ექსპრეზიდენტისათვის შეურაცხმყოფელად მიიჩნევა? რას აკეთებდა სააკაშვილი აშშ-ში მთელი ამ ხნის განმავლობაში, გარდა ბარებში სმისა და ნარკოტიკების მიღებისა, აფროამერიკულ კვარტლებში მთვრალი კვეხნისა და ველოსიპედით ბაზრობებზე ხეტიალისა, სადაც სექონდ-ჰენდის სათვალესა და ბოტასებს ყიდულობდა?

გასულ კვირას კომპეტენტური ამერიკული წყაროსგან ინფორმაცია მივიღე: თურმე, აშშ-ში, სადაც სააკაშვილი ტაფტსის კერძო უნივერსიტეტთან არსებული ფლეტჩერის სახელობის სამართლისა და დიპლომატიის სკოლაში ლექციების წასაკითხად გაამწესეს, იგი კვლავ დაკავდა ჩუკენობით ნორჩ მოსწავლეებთან... სწორედ ამიტომ მიხეილი იქიდან გააგდეს ისე, რომ ორ „ლექციაზე“ მეტი არ წაუკითხავს, ასევე, არ მისცეს სამუშაო ვიზა აშშ-ში ყოფნისთვის და, ამგვარად, ქვეყნიდანაც გააძევეს...

საით გასწიოს?! მას შემდეგ, რაც ბაქოელი სომხების ორმა ნაშიერმა - სააკოვმა და კასპაროვმა - აშშ-ს უკრაინისთვის იარაღი ვერ გამოსძალეს, სააკაშვილის ყოფნამ უკრაინაში პრეზიდენტთან არსებული რეფორმების საერთაშორისო საკონსულტაციო საბჭოს ხელმძღვანელის პოსტზე ყოველგვარი აზრი დაკარგა. მან ხომ ვერ შეასრულა ერთადერთი დავალება - ეშოვა იარაღი, რაც პოროშენკომ საჯაროდ გაახმოვანა, როგორც მისი დანიშვნის მთავარი მიზანი. უკრაინისთვის ფულის საშოვნელად კი, რომელმაც წინა კვირას საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან 5 მლრდ ოდენობის პირველი ტრანში მიიღო, სააკაშვილი სრულებით არ არის საჭირო - მეტიც, ხელისუფლებაში მყოფი უკრაინელი ბიზნესმენებისთვის ის, თავისი „ანტიკორუფციული რეფორმებით“, მხოლოდ ხელიშემშლელი და „ზედმეტი თვალია“! ამავე მიზეზით, ჩემი ინფორმაციით, რომელიც სანდო უკრაინული წყაროებიდან მივიღე, უკრაინის ხელისუფლების შემდგომი დაკომპლექტების პროცესი სააკაშვილის პროტეჟე ნაციონალ-ჩინოვნიკებით შეჩერებულია, როგორც კონტრპროდუქტიული, რომელმაც უკრაინელების - ხალხისა და ხელისუფლების საყოველთაო უკმაყოფილება გამოიწვია.

გარდა ამისა, სააკაშვილმა კიევშიც მოასწრო „ცელქობა“, როცა ბარში დამთვრალმა ღამის ერთად გათევა შესთავაზა მანდილოსანს, რომელიც ცნობილი მილიონერის - პოროშენკოს ყოფილი ბიზნესპარტნიორის ქალიშვილი აღმოჩნდა... პასუხად, ქალიშვილმა ალიყული აჭამა, მეორე დღეს კი სააკაშვილმა უკანასკნელი გაფრთხილება მიიღო კიევის მერის - ვიტალი კლიჩკოსგან, რომელმაც ურჩია, არ შეერცხვინა უკრაინა საზღვარგარეთ და თვალყური მიედევნებინა თავისი იმიჯისთვის კიევში, თავი დაენებებინა ბიზნესმენებისა და მათი ქალიშვილებისთვის, რომლებიც ხელისუფლებას მხარს უჭერენ! უკრაინის პრემიერ-მინისტმა არსენი იაცენიუკმა კი მთავრობის სხდომაზე სააკაშვილს მკვეთრად შთააგონა, თავი ხელში აეყვანა.

საით გაემართოს აშშ-სა და უკრაინაში თავლაფდასხმული სააკაშვილი თავისი უიღბლო მისიონერებით? მხოლოდ საქართველოსკენ, მით უფრო, რომ ნემცოვის მკვლელობაში უკრაინული კვალი, რომლის შესახებაც განვაცხადე 2 მარტის პუბლიკაციაში „სააკაშვილმა გააფრთხილა ნემცოვი, რომ მას ოფიციალური კიევის შეკვეთით მოკლავდნენ!“, სულ უფრო რეალური ხდება და რუსეთის საგამოძიებო კომიტეტს უახლოეს ხანებში შესაძლოა მასთან შეკითხვები გაუჩნდეს. უკრაინას ხომ მაინც მოუწევს საქართველოსთვის სააკაშვილის გადაცემა ინტერპოლის წითელი ცირკულარის გარეშეც, ეს ხომ დღეების საკითხია, რომელთა რაოდენობაც უკრაინა-რუსეთის დარეგულირების დინამიკაზეა დამოკიდებული, ამიტომ კიევში წინდაწინ სურთ მას წასვლა აიძულონ, ზედმეტი თავის ტკივილის ასარიდებლად და სახის შესანარჩუნებლად.

რა ძალებს ფლობს დღეს ბიძინა ივანიშვილი, რათა დაუპირისპირდეს სააკაშვილს, „ნაცმოძრაობას“ და მათთან ალიანსში შესულ ყველა დანარჩენ პოლიტიკურ სუბიექტს - პრეზიდენტ მარგველაშვილს, ალასანიას პარტიას, აჭარის ამბოხებულ ხელისუფლებას და ა.შ.? დიახ, შს მინისტრ გომელაურს (იმ პირობით, რომ იგი საფუძვლიანად გაასუფთავებს შსს-ს), იუსტიციის მინისტრ წულუკიანსა და... სულ ესაა. ჰო, კიდევ ქართველ ხალხს - ოღონდ იმ პირობით, თუ საქართველო უარს იტყვის ნატოზე, ხოლო პოლიტიკაში ნამდვილად „ახალ სახეებს“ მიიზიდავენ - რეალურ პროფესიონალებსა და ჭეშმარიტ პატრიოტებს, რაც უმოკლეს ვადებში მკვეთრად დადებითად აისახება ხალხის კეთილდღეობაზე!

ასეთი ადამიანები არსებობენ. მხოლოდ მათ შეუძლიათ აღადგინონ სამართლიანობა ქვეყანაში და, ამავდროულად, გააერთიანონ დღეს გახლეჩილი საზოგადოება, მიშისტური პროპაგანდით გაბრუებულ სხვადასხვა კატეგორიასთან კონსტრუქციული დიალოგის დაწყებით. ამიტომ, საკადრო პოლიტიკასთან ერთად, ივანიშვილმა უნდა დაიწყოს არა ახალი ტელეპროექტების შექმნით და ინსტიტუციური რეფორმებითაც კი, არამედ მედიითა და არასამთავრობო ორგანიზაციებით. სწორედ ეს ორი სექტორი, რომლებსაც ხშირად უწოდებენ „მეოთხე“ და „მეხუთე“ ხელისუფლებას, სასწრაფოდ უნდა მოექცეს კანონის ჩარჩოებში და ჩადგეს სახელმწიფო სამსახურში საქართველოს ეროვნულ ინტერესებიდან გამომდინარე! ფაქტია - ორი უდიდესი ტელეკომპანია - „რუსთავი 2“ და „იმედი“, ყველაზე გამოცდილი ტელეწამყვანები, სოროსისა და ამერიკული ინსტიტუტების - IRI-სა და NDI-ს მიერ დაფუძნებული ყველაზე დიდი არასამთავრობო ორგანიზაციები დღეს ღიად მუშაობენ „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლების რესტავრაციასა და სააკაშვილის ტრიუმფით დაბრუნებაზე, რისთვისაც მისგან ძალიან დიდ ფულს იღებენ!

თუმცა, სააკაშვილის მთავარ დასაყრდენს საქართველოში არა მარტო „ნაცმოძრაობის“ ლიდერები წარმოადგენენ, რომლებიც დღე-ღამეში 24 საათი ტელეეკრანებიდან არ ჩამოდიან, არამედ ქართველი ფაშისტებიც, რომლებიც, უკრაინელი ბანდერელებივით, ყოველთვის იყვნენ საქართველოში, უბრალოდ ჩრდილში ისხდნენ თავისი დროის მოლოდინში. მხედველობაში არ მყავს ნაცაქტივი და მიშაიუგენდი, რომლებიც დღეს თბილისის ქუჩებში დაქრიან აქცია-პროვოკაციებით, პლაკატებითა და უკრაინული დროშებით, ცემენ და შეურაცხყოფას აყენებენ ჟურნალისტებსა და სხვაგვარად მოაზროვნეებს (მით უფრო, რომ სასამართლომ შეღავათიანი ტარიფები დააწესა - საქართველოში დღეს ნებისმიერი ადამიანის ცემა, თუნდაც, ჟურნალისტის, 3000 ლარი ღირს!)

მხედველობაში მყავს უფროსი კატეგორია - 30-დან 60 წლამდე, ერთი შეხედვით - საკმაოდ კეთილსაიმედო სუბიექტები, ლამაზად „შეფუთული“ და ფულიანი: ეს შეიძლება იყვნენ ბანკირები და ბანკის კლერკები, მეღვინეები და ფერმერები, კომპიუტერული ტექნოლოგიების სპეციალისტები და ინტერნეტ-პროვაიდერების თანამშრომლები, ანუ სრულიად განსხვავებული კატეგორიები, რომლებიც სათითაოდ მხდალები არიან და დღეს სოცქსელებში მხოლოდ კომენტარებით შემოიფარგლებიან. თუმცა, სწორედ ისინი არიან ყველაზე საშიში, ვინაიდან ყოველდღიურად ამზადებენ საბოტაჟს და ოცნებობენ საქართველოში ისეთივე სისხლიან რევანშზე, როგორიც ბანდერელებმა უკრაინაში მოაწყვეს, რათა შური ეძიათ იატაკქვეშეთში ხანგრძლივი იძულებითი ყოფნის გამო!

ცუდია რომ ზოგიერთი ასეთი მოღალატე და ნაძირალა ბოლო დრომდე მუშაობდა (და შესაძლოა, დღესაც მუშაობდეს) შსს-ში, სუს-ში, პროკურატურაში, ხოლო როდის გამოიყოფა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ცალკე სტრუქტურად და დაკომპლექტდება ღირსეული თანამშრომლებით, უცნობია... არადა, სწორედ დღეს არის საჭირო ინფორმაციის, ინტერნეტის გაანალიზება, პირწავარდნილი ფაშისტების გამოვლენა და აღრიცხვაზე აყვანა. ხვალ, როდესაც ისინი აეროპორტში სააკაშვილის თვითფრინავს დახვდებიან „ქართული ლეგიონის“ 200 შეიარაღებული ბოევიკით, რომლებიც „მაიდანის“ მოსაწყობად რუსთაველისკენ გაემართებიან, გვიანი იქნება...

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2015 წლის 17 მარტი
საქართველო, თბილისი