პუტინმა ეროვნებათა საქმეებში ფედერალური სააგენტოს შექმნის წინადადება წამოაყენა
საქართველო, 16 მარტი,
საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტმა
ვლადიმერ პუტინმა პრემიერ-მინისტრ
დიმიტრი მედვედევს საკითხის განხილვა და 15 აპრილისთვის ეროვნებათა საქმეების შესახებ ფედერალური სააგენტოს შექმნის წინადადებების წარმოდგენა დაავალა. ამის შესახებ კრემლის პრესსამსახური იუწყება.
„განიხილეთ საკითხი და წარმოადგინეთ წინადადებები ეროვნებათა საქმეებში ფედერალური სააგენტოს შექმნის შეახებ, რომელიც გადაწყვეტს შემდეგ ამოცანებს: ეროვნებათშორისი და ეთნოკონფესიურ ურთიერთობათა სფეროებში სახელმწიფო პოლიტიკის რეალიზაცია; რუსეთის ფედერაციის (რუსი ერის) მრავალეროვანი ხალხის ერთიანობის განმტკიცებისკენ მიმართული ზომების განხორციელება, ეროვნებათშორისი და კონფესიათაშორისი თანხმობის უზრუნველყოფა, ასევე რუსეთის ფედერაციის ხალხთა ეთნოკულტურული განვითარებისკენ მიმართული ღონისძებები; ეროვნებათშორისი და ეტნოკონფესიათაშორისი ურთიერთობების სფეროებში სახელმწიფო და ფედერალური სამიზნე პროგრამების შემუშავება და შესრულება; ეროვნებათშორისი და ეთნოკონფესიური ურთიერთობების სფეროში სახელმწიფო მონიტორინგისა და კონტროლის (ზედამხედველობის) განხორციელება“, - ნათქვამია ასევე პრეზიდენტის დავალების ტექსტში.