სამართალი
ევროპული სასამართლოს მიერ დასახელებულ საქმეზე 2010 წლის 2 თებერვალს გამოტანილი
გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით 2011 წლის 18 მაისს ძალაში შევიდა საკანონმდებლო ცვლილებები „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ 1997 წლის საქართველოს კანონსა და „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში“. აღნიშნული ცვლილებების თანახმად, ფულადი კომპენსაციის ოდენობას განსაზღვრავდა თბილისის საქალაქო სასამართლო, რომლის მიერ დადგენილი მორალური კომპენსაციის ოდენობა მერყეობდა 200-დან 500 ლარამდე, რაც ცალსახად არაადეკვატური იყო და ვერ უზრუნველყოფდა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების სრულფასოვან აღსრულებას.
2014 წელს იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავდა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც ძალაში შევიდა 2015 წლის პირველი იანვრიდან. ხსენებული ცვლილებების მიზანია მორალური კომპენსაციის შესაძლო ოდენობის კანონის ძალით დადგენა, მინიმალური ზღვრის − 5-ჯერ, ხოლო მაქსიმალური ზღვრის 4-ჯერ გაზრდა წინანდელთან შედარებით.