პარლამენტის რიგგარეშე სხდომა კვორუმის უქონლობის გამო არ ჩატარდა
საქართველო, 16 მარტი,
საქინფორმი. 13 მარტს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, საქართველოს კონსტიტუციის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად იყო მოწვეული, კვორუმის უქონლობის გამო არ ჩატარდა. სხდომათა დარბაზში პარლამენტის წევრთა საკმარისი რაოდენობა არ იმყოფებოდა, რეგისტრაცია მხოლოდ 31-მა დეპუტატმა გაირა. რეგლამენტის მიხედვით, პლენარული სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა. რეგლამენტის თანახმად, ხელახალი რეგისტრაცია კიდევ ორჯერ, 15 და 45 წუთის შემდეგ ჩატარდა, თუმცა აღნიშნული პროცედურა შესაბამისად 34 -მა და 41-მა დეპუტატმა გაიარა.
პრეზიდენტის განკარგულების მიხედვით, პარლამენტის რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგში შეტანილი იყო ერთი განსახილველი საკითხი: ეროვნული ვალუტის-ლარის კურსის სტაბილიზაციისკენ მიმართული ღონისძიებები.