რედაქტორისგან
„პუტინის გაუჩინარების შესახებ დეზინფორმაცია უკრაინაში მიხეილ სააკაშვილმა მოიგონა და ტირაჟირებულია საქართველოში მისი მომხრეების მიერ!“ - საქინფორმის განცხადება

zarub-1-red-mainსაქართველო, 16 მარტი, საქინფორმი. იმ აჟიოტაჟის გათვალისწინებით, რომელიც პროვოცირებული იქნა სოცქსელების დაკვეთილი აქტივისტებისა და ნაყიდი ჟურნალისტების მიერ უკრაინასა და საქართველოში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინის „გარდაცვალებ-გაუჩინარება-დაკავების“ შესახებ, საქინფორმი აცხადებს:

1.პუტინი ცოცხალია, ჯანმრთელია, ბედნიერია პირად ცხოვრებაში და პოპულარულია რუსეთში როგორც არასდროს: 2015 წლის მარტში პუტინის რეიტინგმა 15 წლის მანძილზე მაქსიმუმს მიაღწია - მას მხარს უჭერს რუსეთის მოქალაქეების 88%! ზუსტად ამდენი - რუსეთის მოქალაქეების 88%-ს არ სურს რუსეთიდან, რომელსაც პუტინი ხელმძღვანელობს, ემიგრირება.

2.ეს ფლეშმობი მოაწყო მიხეილ სააკაშვილმა ორი კვირის წინ თბილისიდან კიევში გამოძახებული რუსულენოვანი ბლოგერების ჯგუფის მიერ ოლეგ პანფილოვის წინამძღოლობით  (შექმნილია ვანო მერაბისვილისა და გიგა ბოკერიას მიერ 2008 წელს);

3.პუტინი იმყოფებოდა რუსეთის ულამაზეს კუთხეში და მალე ყველას გაახარებს სასიამოვნო ცნობებით.

საქინფორმი მკითხველის ყურადღებას მიაპყრობს იმას, რომ მხოლოდ ორ ქვეყანაში დაიჯერეს სააკაშვილის მორიგი ფეიკი - საქართველოსა და უკრაინაში. ამ ორ ქვეყანას - საქართველოსა და უკრაინას სააკაშვილის უწინაც სჯეროდა, რის შედეგადაც ორივემ დაკარგა ტერიტორიული მთლიანობა. უკრაინისა და საქართველოს ტელევიზიებში - თავისი ტელეკომპანიების „რუსთავი 2“-სა და „იმედის“ მეშვეობით - სააკაშვილი აგრძელებს სიძულვილის ჩანერგვას რუსეთისა და პუტინისადმი, და ბევრს კვლავაც სჯერა მისი...

საქინფორმი ურჩევს, არ წამოეგონ სააკაშვილის ფაშისტურ პროპაგანდას და მოახდინონ მასზე მომუშავე საქართველოსა და უკრაინის მედიის ბოიკოტირება, როგორც მტრულის - ანტისახელმწიფოებრივისა და ანტიეროვნულის.

საქინფორმის რედაქცია

zarub-1-red-down