საზოგადოება
უილიამ ტაკერს “ქართველ ემიგრანტთა მსოფლიო ლიგის” საპატიო წევრობის სიგელი გადაეცა

sazog-2-analit-4ვაშინგტონი, 16 მარტი, საქინფომი. ბატონმა უილიამ ტაკერმა მორიგი საქველმოქმედო სადილი გამართა. ღონისძიებაზე ქართველ ემიგრანტთა მსოფლიო ლიგისფუძემდებელი ქალბატონი ელიზა აბელაშვილი ოფიციალურად იყო მიწვეული, მაგრამ ლიგას სხვა შეხვედრაც ჰქონდა დანიშნული და ამის გამო ვერ მოახერხა დასწრება.

უილიამ ტაკერის გარდა ამერიკის სხვა ბევრ ამერიკელ ცნობად ფიგურას უნდა ქართველ ემიგრანტთა მსოფლიო ლიგასთანურთიერთობა, მაგრამ უამრავი მიზეზის გამო ოფიციალურად გაწევრიანების უფლება არ აქვთ. ამიტომ გადავწყვიტეს მათთვის საპატიო წევრობის მინიჭება. ამ გზით, ქართველ ემიგრანტთა მსოფლიო ლიგასთვისმათ დახმარების გაწევისა და თანამშრომლობის საშუალებას მიეცემა. ქალბატონი ელიზა აბელაშვილის დავალებით, ბატონ უილიამ ტაკერს საპატიო წევრობის სიგელი გადასცა გიორგი კარტოზიამ (ვიდეო იხილეთ აქ).

ბატონ უილიამ ტაკერს საქართველოსთვის ბევრი სიკეთე აქვს გაკეთებული, ბევრს გახსოვთ მისი ინტერვიუები ქართულ მედიაში, მისი დიდი დამსახურებაა, რომ დღეს ბევრი სენატორი არ უყურებს საქართველოს სააკაშვილის და მაკკეინის თვალით. ქართველები მუდამ იქ უნდა ვიყოთ, სადაც ჩვენებურ ქუდს არ მოგვახდევინებენ და "იქაურს" არ ჩამოგვაფხატებენ თავზე.