პუბლიკაციები
მოსკოვი მზადაა მხარი დაუჭიროს სოხუმსა და თბილისს შორის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენას იმ პირობით, რომ ორი ქვეყნის ხელისუფალნი ამ გადაწყვეტილებას თავად მიიღებენ

moscov-zar-3-anსაქართველო, 13 მარტი, საქინფორმი. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა თავის აფხაზ კოლეგა ვიაჩესლავ ჩირიკბასთან შეხვედრის შედეგების შეჯამებისას განაცხადა. რფ-ის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი: „რუსეთის მხარე, იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის რკინიგზა, საერთაშორისო შეთანხმებების შესაბამისად, მონაწილეობს რკინიგზის აფხაზური მონაკვეთის ექსპლუატაციაში, ჩვენ, პრინციპში, მზად ვართ ამ კონსულტაციებისთვის, თუმცა, ძირითადი გადაწყვეტილება  პროცესის უშუალო მონაწილეებმა, უპირველესად, აფხაზეთმა და საქართველომ უნდა მიიღონ“.

2015 წლის 11 მარტს რუსეთმა და აფხაზეთმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს, სადაც საუბარია საერთაშორისო არენაზე საკუთარი ქმედებების კოორდინირების განზრახვის შესახებ.