საზოგადოება
№173 სკოლაში მოსწავლეები მანდატურის დირექტორად დანიშვნას აპროტესტებენ

skola173თბილისის №173 საჯარო სკოლაში ამ დრომდე სასწავლო პროცესი შეჩერებულია. მოსწავლეთა უმრავლესობა სკოლის ეზოში შეიკრიბა და ახალი დირექტორის დანიშვნას აპროტესტებს. სკოლაში იმყოფება განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი, რომელიც პედაგოგებს ხვდება. მას ჯერ პრესასთან კომენტარი არ გაუკეთებია.როგორც მოსწავლეებმა და მშობლებმა საქინფორმთან საუბრისას განცხადეს, №173 საჯარო სკოლის დირექტორი მზია გიორგობიანი მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც სკოლის რამდენიმე მე-12 კლასელმა რუსთაველის გამზირზე გამართულ მოსწავლეთა საპროტესტო აქციაში მიიღო მონაწილეობა. ახალი დირექტორი კი მანდატურებიდან შეარჩიეს. მას მოსწავლეებთან მინიმალური ურთიერთობაც არ აქვს. ერთ-ერთმა მოსწავლემ ისიც განაცხადა, რომ მათ მუდმივად ემუქრებიან სკოლიდან გარიცხვით, თუ არ დაემორჩილებიან მანდატურების მოთხოვნას.