პუბლიკაციები
თბილისში „დიდ სამამულო ომში გამარჯვების 70 წლისთავისადმი მიძღვნილი“ საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა

mainსაქართველო, 13 მარტი, საქინფორმი. „დიდი სამამულო ომის 70 წლისთავისადმი მიძღვნილი“ საერთაშორისო კონფერენცია გუშინ თბილისის ოტელ „ვერე-პალასში“ გაიმართა. ღონისძიება ჩატარდა გამარჯვებულთა საერთაშორისო ფორუმის - „ერთიანობით მიღწეული დიადი გამარჯვება“ მომზადების ფარგლებში. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს ცნობილმა ქართველმა და რუსმა ექსპერტებმა, მეცნიერებმა, ახალგაზრდული ორგანიზაციების აქტივისტებმა, პოლიტოლოგებმა, საზოგადო მოღვაწეებმა, არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა, პუბლიცისტებმა, ჟურნალისტებმა და, რა თქმა უნდა, დიდი სამამულო ომის ვეტერანებმა: დავით დემეტრაშვილმა, სერგო მირზოიანმა, პრეფესორმა შოთა ბუაძემ, საქართველოს შეიარაღებული ძალების, ომის და შრომის ვეტერანმა ანზორ დანელიამ, ტარას იჩქითიძემ და ბევრმა სხვამ, რომელთა გულწრფელმა სიტყვებმა წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინეს დამსწრეებზე. ორგანიზატორები იყვნენ განვითარების ფონდი „ევრაზიული კვლევების ინსტიტუტი“ და არასამთავრობო ორგანიზაცია „ისტორიული მემკვიდრეობა“ (საქართველო), ნაციონალური საქველმოქმედო ფონდის (რუსეთი) მხარდაჭერით. გამომსვლელთა რიცხვში იყვნენ:

1.ოქსანა სოლოპოვა - დეკანის მოადგილე - მ. ვ. ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიული ფაკულტეტის სწავლული მდივანი, ახლო არმოსავლეთის ქვეყნების ისტორიის კათედრის დოცენტი, ისტორიულ მეცნიერებათა კანიდატი;

2.ვლადიმერ სიმინდეი - აქტუალური ისტორიული კვლევების მხარდაჭერის ფონდის - „ისტორიული მეხსიერება“ საკვლევი პროგრამების ხელმძღვანელი;

3.მაია ბობენკო - მ. ვ. ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების ისტორიისა და ისტორიის კათედრის ასისტენტი;

4.დავით მხეიძე - პუბლიცისტი, პოლიტოლოგი, უფლებათადამცველი, საზოგადო მოღვაწე;

5.რევაზ ნაცარიშვილი - საქართველოს შეიარაღებული ძალების, ომისა და შრომის ვეტერანების ცენტრალური კავშირის გამგეობის საბჭოს თავმჯდომარე;

6.7. საქართველოს შეიარაღებული ძალების, ომისა და შრომის ვეტერანების ცენტრალური კავშირის გამგეობის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეები ტიტე ლეფსაია და უშანგი შერმაზანაშვილი;

8.გივი სომხიშვილი - მწერალი, საზოგადო მოღვაწე;

9.ვიქტორ ცაავა - გლობალიზაციის პრობლემების ცენტრის ხელმძღვანელი;

10.ირაკლი უბილავა - პოლიტოლოგი, ექსპერტი, „ახალგაზრდა პოლიტოლოგთა კლუბის“ ხელმძღვანელი;

11.ნანა დევდარიანი -ჟურნალისტი, უფლებადამცველი, საზოგადო მოღვაწე;

12.გრიგოლ ონიანი - საერთაშორისო ორგანიზაციის - „სტალინი: უმაღლესი მთავარსარდალი, როგორც დიადი გამარჯვების შემოქმედი“ თავმჯდომარე, საქართველოს ვეტერანთა კავშირის გამარჯვების 70 წლისთავის ზეიმის საორგანიზაციო კომიტეტის წევრი;

13.თამარ კიკნაძე - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი, საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის ხელმძღვანელი’

14.გულბაათ რცხილაზე - პოლიტოლოგი, ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძრვანელი;

15.კოტე ჩიკვილაძე - პოლიტოლოგი;

16.ზაურ გახარია - საზოგადოებრივი მოძრაობა „სამეგრელოს“ მთავარი საბჭოს წევრი;

17.ირაკლი ყიფიანი - ევრაზიის ინსტიტუტის თანამშრომელი;

„დიადი გამარჯვების 70 წლისთავისადმი მიძღვნილი“ მრგვალი მაგიდა ღონისძიების ორგანიზატორს - არსამთავრობო ორგანიზაცია „ისტორიული მემკვიდრეობის“ დამფუძნებელ ტარიელ გაგნიძეს მიჰყავდა, რომელმაც საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმის“ კორესპონდენტ დიანა შერეშაშვილთან საუბარში აღნიშნა:

„ეს კონფერენცია განვითარების ფონდ „ევრაზიული კვლევების ინსტიტუტისა“ და ჩვენი - არასამთავრობო ორგანიზაცია „ისტორიული მემკვიდრეობის“ (საქართველო) მიერ არის ორგანიზებული  - ნაციონალური საქველმოქმედო ფონდის (რუსეთი) მხარდაჭერით. მოწვეული არიან ვეტერანები, საზოგადოების წარმომადგენლები და ჟურნალისტები. ღონისძიება ეძღვნება დიდ სამამულო ომში გამარჯვების 70 წლისთავს. მინდა აღვნიშნო, რომ ეს გამარჯვება სისხლითა და არაადამიანური ძალისხმევით მოვიპოვეთ, რაც, სამწუხაროდ, დღეს ბევრს უნდა შევახსენოთ. ადგილი აქვს ისტორიის, კერძოდ, დიდი სამამულო ომის, გადაწერის, გამარჯვებულთა როლის ეჭვქვეშ დაყენების სერიოზულ მცდელობებს კონიუნქტურულ ინტერესებში. მიუხედავად ამისა, იმ ომის ხსოვნა ჯერაც ცოცხალია და ვინც გამარჯვებას ჭედდა, ისინი აქ ესწრებიან, ჩვენ გვერდით არიან.

ძვირფასო ვეტერანებო, ვსარგებლობ შემთხვევით, გამოვხატავ ღრმა პატივისცემას და ქედს ვიხრი თქვენი ჰეროიზმის წინაშე. დიდი მადლობა!“.

1 2 3 4
5 6 7 8
9 10 11 12
13 14 15 16
17 18 19 20
21 22 23 24
25 26 27 28
29 30 31 32
33 34 35 36
37 38 39 40