შსს-მ თბილისში მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა
საქართველო, 13 მარტი,
საქინფორმი. შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს, ძველი თბილისის სამმართველოს და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ოზურგეთის რაიონის სოფელ მაკვანეთში მცხოვრები
ლაშა ო. თბილისში ჩადენილი მკვლელობისთვის დააკავეს.
ბრალდებულმა ავლაბარში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა მამინაცვალი ვახტანგ ჯ. და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა მკვლელობის ჩადენის ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს.