აქტუალური
ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შენობა გაიყიდა

batum-aqtual-3საქართველო, 13 მარტი, საქინფორმი. კომპანია „რედ-კო“ დახურულ აუქციონზე ერთადერთი მყიდველი იყო. მან შენობა 25 მილიონ 4 ათას 626 დოლარად შეიძინა. აუქციონზე შენობის საწყისი ფასი 25 მილიონი დოლარი იყო. ელექტრონული აუქციონის მონაცემების თანახმად, შენობის ყიდვის სურვილი მხოლოდ ერთმა კომპანიამ გამოთქვა. შპს "ბათუმი თაუერი“ 2014 წლის 10 ნოემბერს რეგისტრირებული კომპანიაა. მისი ასპროცენტიანი წილის მფლობელი „CELWOOD INVESTMENT LIMITED“-ია, რომელიც რეგისტრირებულია ბელიზში, ცენტრალურ ამერიკაში.

სახელმწიფოს მოთხოვნით, ბათუმის ტექნოლოგიური ინსტიტუტის უკვე ყოფილ შენობაში სასტუმრო განთავსდება. სახელმწიფო კომპანიისგან ასევე 15 მილიონის ინვესტიციის განხორცილებას ითხოვს და ამისთვის „რედ-კოს“ 36-თვიანი ვადა აქვს.

შეგახსენებთ, რომ "ბათუმი თაუერის" მშენებლობა 2012 წელს დასრულდა და მასში ტექნოლოგიური უნივერსიტეტი უნდა განთავსებულიყო.