მამუკა არეშიძე: „შავლიაშვილის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა... თავს უკვე მოხსნილად თვლის...“
საქართველო, 13 მარტი,
საქინფორმი. ინფრასტრუქტურის და რეგიონული განვითარების სამინისტროში შექმნილ ვითარებასა და მოსალოდნელ კორუფციულ სკანდალებზე კომენტარს აკეთებს ექსპერტი მამუკა არეშიძე.
„ვიცი, რომ დავით შავლიაშვილის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა - მას რომ ჰკითხო, თავს უკვე მოხსნილად თვლის. რასაკვირველია ფული „ტყდებოდა“, მაგრამ მუდმივად ასე იყო-„ნაციონალების“ დროსაც ასე ხდებოდა და არც კომუნისტები იყვნენ გამონაკლისი“, - აცხადებს „ქართლ სიტყვასთან“ საუბარში მამუკა არეშიძე.