რელიგია
ილორის ტაძართან დაკავშირებით საქართველოს კულტურის სამინისტრო საერთაშორისო საზოგადოებას მიმართავს

ilori2საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო ოფიციალური წერილით მიმართავს საერთაშორისო ორგანიზაციებს, აფხაზეთის, საქართველოს ტერიტორიაზე, ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაზე განხორციელებული ვანდალური აქტის გამო. სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო საზოგადოებას, იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ცენტრს, ICCROM-ს (საერთაშორისო სარესტავრაციო ცენტრი), ICCROM-ს (ძეგლების და ღირსშესანიშნაობების საერთაშორისო ცენტრი), ICOM-ს (მუზეუმის საერთაშორისო ორგანიზაცია),  გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წარმომადგენლობას, EUMM-ს (ევროკავშირის მონიტორინგის მისია), გეტისა და კრესის ფონდებს, ბრიტანეთის საკონსულოს, სრულიად დიპლომატიურ კორპუსს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, გამოიყენონ მათ ხელთ არსებული საშუალებები, რათა შეაჩერონ საქართველოს ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის განადგურება. შეგახსენებთ, რომ აფხაზეთში (საქართველო) ქართული კულტურული მემკვიდრეობის ერთ-ერთი თვალსაჩინო ძეგლის, მე-11 საუკუნის ილორის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიის ე.წ სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად სრულიად დაირღვა ძეგლის ავთენტურობა. გარე ფასადი, მათ შორის აღმოსავლეთ კედელი, სადაც განთავსებულია ქართული დამწერლობით შესრულებული ხუთი ლაპიდარული წარწერა, თეთრადაა გადაღებილი, თაღები კი წითლადაა შეღებილი. ტაძარს დამატებული აქვს ქართული არქიტექტურისთვის სრულიად უცხო სხვადასხვა რელიეფური ელემენტი.