ხადური: „ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების თაობაზე მომავალი კვირის დასაწყისში გარკვეულ სურათს წარმოგიდგენთ"
საქართველო, 13 მარტი,
საქინფორმი. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა მთავრობის სხდომის მიმდინარეობისას განაცხადა. ხადურის განცხადებით, აღნიშნულის შესახებ შესაბამის ინფორმაციას ელოდება.
„
უკვე ორშაბათს უნდა გვქონდეს ინფორმაცია სამინისტროების და იმ სიპების მიხედვით, რომლებიც არ არიან სამინისტროების კონტროლის ქვეშ. ამის მერე ჩვენ დავიწყებთ ამ მასალების დამუშავებას. ფინანსთა სამინისტროს გარკვეული მონახაზი უკვე აქვს, მაგრამ მაინც დაველოდებით ჩვენი კოლეგებისგან მოწოდებულ ინფორმაციას", - აღნიშნა ხადურმა.