საზოგადოება
სერგეენკო: „მედიკამენტებზე ფასების მატების ტენდენცია აღარ არის, პირიქით, გაძვირება შემცირებულია"

sergeenko-sazog-1საქართველო, 13 მარტი, საქინფორმი. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მთავრობის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

თუ იყო გამოკვეთილი 15-20 -პროცენტიანი ზრდა რამდენიმე ასეულ მედიკამენტზე, ეს ზრდის ტენდენცია შემცირებულია. არ შემიძლია, ხაზი არ გავუსვა ერთ-ერთი ფარმაცევტული კომპანიის, "პსპ-ს” აშკარად საზოგადოების ინტერესებიკენ გადადმულ ნაბიჯს, რომლითაც მათ რამდენიმე ათეულ პირველადი მოხმარების მედიკამენტზე ფასი შეამცირეს. ამით გარკვეულ სტაბილიზაციას მივაღწიეთ", - აღნიშნა სერგეენკომ.