პოლიტიკა
პრემიერი ღარიბაშვილი: „ჩვენ ყველანი უნდა ვიყოთ ორიენტირებული ჩვენს ქვეყანაზე“
orient-polit-3საქართველო, 13 მარტი, საქინფორმი. პრეზიდეტის მიერ რიგგარეშე საპარლამენტო სხდომის მომწვევას საქართველოს პრემიერ-მინისტრის ეხმაურება. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ხელისუფლების მთავარი მიზანია ხალხზე ზრუნვა და საქმის კეთება შოუ-მასკარადების გარეშე. „ჩვენთვის მთავარია, რომ საქმე გავაკეთოთ და ვიფიქროთ ხალხზე, ჩვენს ქვეყანაზე, ყველამ ერთად, რაღაც შოუ-მასკარადების გარეშე. საქართველოს მთავრობა ღიაა და დაინტერესებული პირებისთვის რაიმე ტიპის ინფორმაციის მიწოდებაზე უარი არასდროს უთქვამს... შესაბამისად, ჩემთვის გაუგებარი და აბსოლუტურად უინტერესოა, ვინ რას მოიწვევს, ვინ რას გააკეთებს. ჩვენ ყველანი, პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, მინისტრები, გამგებლები, მერები, უნდა ვიყოთ ორიენტირებული ჩვენს ქვეყანაზე, ადამიანებსა და საქმის კეთებაზე", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.