პოლიტიკა
პრეზიდენტი მარგველაშვილი ამერიკის სავაჭრო დეპარტამენტის მდივნის მოადგილე მეთიუ მიურეის შეხვდა

metiu-polit-2საქართველო, 13 მარტი, საქინფორმი. საუბარი შეეხო საქართველოსა და მის სტრატეგიულ პარტნიორ აშშ-ს შორის არსებულ თანამშრომლობას. როგორც საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა  გიორგი აბაშიშვილმა აღნიშნა, შეხვედრისას  ასევე ისაუბრეს  საქართველოს როლზე ევროპასა და აზიას შორის ენერგო უსაფრთხოების სფეროში.

ამერიკასთან საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. 2014 წელი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაუმჯობესების წელი იყო,  მნიშვნელოვანია აშშ-ის დახმარება სხვადასხვა ეკონომიკური მიმართულებით, კერძოდ წარმოების განვითარების თვალსაზრისით. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში აღნიშნული თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობა აშშ-სთან. შეხვედრისას აღინიშნა საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობა DCFTA-ის გაფორმების შემდეგ“, - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.