პოლიტიკა
პრემიერი ღარიბაშვილი: „ტელევიზიების დიდი ნაწილი ხელს უწყობს იმას, რომ განსხვავებულად წარმოაჩინოს რეალობა"

tele-polit-1საქართველო, 13 მარტი, საქინფორმი. მინდა დავარწმუნო ყველა, რომ მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რათა ქვეყანა გაუმკლავდეს პრობლემებს და რაც შეიძლება უმტკივნეულოდ ჩაიაროს რეგიონში მიმდინარე რთულმა პერიოდმა, – ამის შესახებ პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის განმარტებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2014 წელს მილიარდ 272 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 39 პროცენტით აღემატება 2013 წლის წინასწარ მონაცემებს.

მთავრობის მეთაურმა ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზეც ისაუბრა.

გასული წელი მართლაც პოზიტიური იყო, ზრდა პრაქტიკულად ყვლა სექტორში დაფიქსირდა... მაგრამ, მოდი თვალი გავუსწოროთ იმ რეალობას, რომელიც დღეს რეგიონში არის მთლიანად... ჩვენ უნდა სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ მოსახლეობას“,–აღნიშნა პრემიერ–მინისტრმა.