უცხოეთი
ბრიტანელი პოლიტოლოგი რიჩარდ საკვა: „ევროკავშირის პოლიტიკა უკრაინაში დიდი სისულელეა!“

ekspert-zar-3-anსაქართველო, 12 მარტი, საქინფორმი. უკრაინის კონფლიქტის გამწვავებაში ბრალი ვაშინგტონსა და ბრიუსელს მიუძღვით. ვლადიმერ პუტინს არ გაუტარებია უკრაინაში რევიზიონისტული პოლიტიკა და არ ყოფილა ომით დაინტერესებული. კიევზე აუცილებელია ზეწოლის განხორციელება და ქვეყნის ფედერალიზაციის მიღწევა - დონბასის მოსახლეობის ინტერესების დასაცავად, - დარწმუნებულია ბრიტანელი ექსპერტი.

1989 წლის შემდგომ ნატო ან უნდა გაეუქმებინათ, ანდა მოეხდინათ მისი რეფორმირება და მასში რუსეთი მიეღოთ. ამის ნაცვლად ნატო აღმოსავლეთით გაფართოვდა და გარს ერტყმის რუსეთს. ძნელი არაა მიხვედრა, რომ რუსეთი, როგორც ბირთვული სახელმწიფო, ადრე თუ გვიან ამ სცენარს დაუპირისპირდებოდა.

...ევროკავშირმა თავისი სტრატეგიის სისუსტის დემონსტრირება მოახდინა, როცა უკრაინის პოლიტიკურ პროცესში ჩაერთო. „ეს პოლონეთისა და ბალტიისპირეთის სახლემწიფოების მიერ პროვოცირებული დიდი სისულელე იყო. დიდწილად ეს განპირობებული იყო ახალი ჩრდილოატლანტიკური პაქტით, რომელმაც, არსობრივად „ერთმანეთს შერწყა ნატო, აშშ და ევროკავშირი“.

ესქპერტმა დასძინა, რომ „საფრანგეთსა და გერმანიას შეუძლიათ ცალკეული დამოუკიდებელი ინიციატივების გამოჩენა, თუმცა, ყველაფერი, რასაც ისინი აკეთებენ ტრანსატლანტიკურ პარტნიორობას უკავშირდება“. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა უკვე „ნატოს უზარმაზარი ზეწოლის ქვეშაა, რომელსაც სურს, რომ ევროპელებმა მისი თვალსაზრისი გაიზიარონ“.