პუბლიკაციები
ფრანგი პოლიტოლოგი, პუბლიცისტი და მეწარმე ალექსანდრე ლატსა: „უკრაინის ოცნებები ევროკავშირსა და ნატოში დაუყოვნებელი გაწევრების შესახებ გაქარწყლდა და ქვეყანა ახლა კრახის პირზეა!“

latsa-zar-2-anსაქართველო, 12 მარტი, საქინფორმი. ოლიგარქებმა, რომლებიც მაიდანის მოვლენების შემდგომ უკრაინის ხელისუფლებაში მოვიდნენ, ევროპა უაღრესად რთულ მდგოამრეობაში ჩააყენეს, - აღნიშნავს ექსპერტი.

„ვაშინგტონისათვის უკრაინა, თავისი გეოგრაფიული მდებარეობის წყალობით, მნიშვნელოვან სტრატეგიულ პაიკს წარმოადგენს. როგორც კი უკრაინა მოსკოვის გავლენისაგან გათავისუფლდება, ის შეიძლება თვინიერ მოკავშირედ იქცეს კონტინენტის აღმოსავლეთ ნაწილში, რაც ევრაზიაში, დაწყებული შავი ზღვიდან, ნატოს შეყვანისა და იქიდან რუსეთის გაძევების საშუალებად იქცევა.

თუმცა უკრაინა არ წარმოადგენს არავითარ ფუნდამენტურ სტრატეგიულ ინტერესს პარიზისა ან ბერლინისთვის არც სამხედრო და არც უსაფრთხოების პრიზმაში. მხოლოდ ეკონომიკის კუთხით შესაძლოა ქვეყანა პოტენციურ ბაზრად გადაიქცეს ზოგიერთი ევროპული პროდუქტისათვის და იქცეს გერმანიისტვის იაფი მუშახელის წყაროდ“, - აღნიშნავს ალექსანდრე ლატსა.