პუბლიკაციები
ზბიგნევ ბჟეზინსკი: „აშშ-მა რუსეთთან შეთანხმებას უნდა მიაღწიოს და გარანტია მისცეს, რომ უკრაინა ნატოს წევრი არ გახდება!“

bjezinski-zar-1-anსაქართველო, 12 მარტი, საქინფორმი. აშშ უნდა მოელაპარაკოს რუსეთს, რათა „გაანელოს კრიზისი“ და დაუბრუნდეს „ნორმის რაღაც ხარისხს“ ურთიერთობებში, ეს უკრაინელ ხალხსაც არგებს, - განაცხადა ამერიკელმა პოლიტოლოგმა და სახელმწიფო მოღვაწემ.

აშშ-მა შეთანხმებას უნდა მიაღწიოს რუსეთთან და გარანტია მისცეს, რომ უკრაინა ევროკავშირშიც რომ შევიდეს, ნატოს წევრი არ გახდება, - განაცხადა ამერიკელმა პოლიტოლოგმა და სახელმწიფო მოღვაწე ზბიგნევ ბჟეზინსკიმ სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრში გამართულ პრესკონფერენციაზე.

ჩვენ უნდა გავაგებინოთ რუსეთს, რომ მხარს ვუჭერთ და ველით, რომ საბოლოო ჯამში უკრაინის, როგორც ნამდვილი ევროპული ქვეყნის, მდგომარეობა შედეგად არ გამოიღებს ნატოს წევრობას“, - განაცხადა მან და მიუთითა უკრაინისა და რუსეთის ურთიერთობების მსგავსებაზე კანადისა და აშშ-ის ურთიერთობებთან. ასევე აღნიშნა, რომ არ შეიძლება მოსკოვისგან გულგრილობას ელოდონ ნატოში უკრაინის გაწევრების იდეის მიმართ.