სამართალი
„რეგიონალური განვითარება თითოეული მუნიციპალიტეტის და სოფლის დონეზე არის ჩვენი მთავარი პრიორიტეტი. ასევე მნიშვნელოვანია დავაჩქაროთ ტემპები ინფრასტრუქტურული პროექტების... ხდება მობილიზება ადგილობრივი ბიზნესის, პოტენციური ინვესტორების, რათა მათ შევთავაზოთ ახალი პროექტების დაწყება ჩვენი მაქსიმალური ხელშეწყობით“,– აღნიშნა პრემიერმა და გუბერნატორებს და გამგებლებს ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებისკენ მოუწოდა.
„საუბარია ადმინისტრაციული ხარჯის დაზოგვაზე და შემცირება არც ერთ შემთხვევაში არ უნდა შეეხოს სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პროექტებს", - დასძინა პრემიერ-მინისტრმა.