შსს-მ დიდი ოდენობით ჰეროინი ამოიღო
საქართველო, 12 მარტი,
საქინფორმი. შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა
ირაკლი ბ. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ხელვაჩაურის რაიონის სოფელ სარფში დააკავეს.
სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 5 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს. ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებული 1,7345 გ ნარკოტიკი 0,6734 გ ჰეროინს შეიცავს. ნარკოლოგიური შემოწმებით დადგინდა, რომ დაკავებისას ირაკლი ბ. ჰეროინის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.