საზოგადოება
2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვა რეგიონებში გრძელდება

baindurashსაქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი დღეს გასვლით სხდომას დუშეთში გამართავს.
შეხვედრას ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი დაესწრება, რომელიც მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტს საჯაროდ წარადგენს. კომიტეტისა და სამინისტროს წარმომადგენლები ბიუჯეტის პროექტზე ადგილობრივი ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ექსპერტებისა და მოსახლეობის შენიშვნებს მოისმენენ და მათ შეკითხვებს უპასუხებენ.