აქტუალური
პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა ეუთოს გენერალურ მდივანს მიაწოდა ინფორმაცია რუს კოლეგა გრიგორი კარასინთან ორმხრივი დიალოგის შესახებ, რომელიც უმთავრესად სავაჭრო-ეკონომიკურ და სატრანსპორტო საკითხებს ეხება. საუბარი შეეხო 26 თებერვალს პრაღაში აბაშიძე-კარასინის ბოლო შეხვედრას, რომელზეც განხილვის ერთ-ერთი თემა რუსეთ-საქართველოს შორის საბაჟო მონიტორინგის თაობაზე 2011 წელს გაფორმებული ხელშეკრულება იყო.
ზურაბ აბაშიძემ შეხვედრისას ასევე აღნიშნა, რომ ჟენევის მოლაპარაკებების აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებული რთული საკითხების გადასაწყვეტად უმთავრესი ფორმატია.