აქტუალური
უსუფაშვილი: „რიგგარეშე სხდომის დანიშვნით უმცირესობა ცდილობს, საკითხის განხილვას მისცეს საგანგაშო რეჟიმის სახე”
usupa-aqtual-1საქართველო, 12 მარტი, საქინფორმი. საკანომდებლო ორგანოს აპარატს 13 მარტის რიგგარეშე სხდომის უზრუნველყოფა დაევალა, - ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა გააკეთა (ვიდეო იხ. აქ). დავით უსუფაშვილის განცხადებით, რიგგარეშე სხდომის დანიშვნის მოთხოვნა სამართლებრივი ინსტიტუტია და მისი სწორად გამოყენება უნდა მოხდეს. პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ რიგგარეშე სხდომის დანიშვნით უმცირესობა ცდილობს, საკითხის განხილვას მისცეს საგანგაშო რეჟიმის სახე, ამ პროცესში იყოს ჩართული პრეზიდეტი და დებატებზე მედიამ დიდი ხნის განმავლობაში ისაუბროს. მან ასევე აღნიშნა, რომ პარლამენტის რიგგარეშე სხდომა მნიშვნელოვანი პოლიტიკურ-სამართლებრივი ინსტიტუტია და მისი სწორად გამოყენება და გააზრება აუცილებელია.