საზოგადოება
მთავარეპისკოპოსი სპირიდონი: „ვინც ლანძღავს და აგინებს რუსეთს, იმას ქართველი როგორ ვუწოდო?!"

arxiep-sazog-3-relig-1საქართველო, 12 მარტი, საქინფორმი. სხალთის მთავარეპისკოპოსის სპირიდონის ქადაგებას სოციალურ ქსელში ინტერნეტმომხმარებლების მიერ არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. ვიდეოჩანაწერში მთავარეპისკოპოსი სპირიდონ (აბულაძე) აცხადებს, რომ უკრაინა, რუსეთი და ბელარუსი ერთ ძლიერ სახელმწიფოდ გაერთიანდება, რომელსაც მირონცხებული მეფე ეყოლება (ვიდეო იხ. აქ).

უკრაინა, ბელორუსი და რუსეთი გაერთიანდება და ჩვენ ამისათვის უნდა ვილოცოთ",- აცხადებს მეუფე. ვიდეო 8 მარტს, კიევ-პეჩორელი ღირსი მამების ხსენების დღეს არის გადაღებული. მისი განმარტებით, დასავლეთის სამყაროს, ამერიკელებს და კათოლიკურ სამყაროს უხარია, რომ უკრაინაში მართლმადიდებლები ხოცავენ ერთმანეთს და ამიტომ ხელს უწყობენ ძმათამკვლელ ომს. უკრაინაში განვითარებული მოვლენები მესამე ძალების წაქეზების და არამართლმადიდებლების ძალიან დიდი მზაკვრობის შედეგია.