პუბლიკაციები
20 წამი სიცოცხლეზე მეტი აღმოჩნდა - კომპანია Geocell-მა სამარცხვინოდ მოიბოდიშა სააკაშვილის ფაშისტების წინაშე ფაშიზმზე დიადი გამარჯვების გამო, მათ შორის - 700 ათასი გმირისთვის საქართველოდან!

geoc-saz-1-anსაქართველო, 12 მარტი, საქინფორმი. გეორგიევსკის ლენტის გამოსახულება რუსულენოვანი წარწერით: „Я помню! Я горжусь!» მეორე მსოფლიო ომისდროინდელი საფრონტო ფოტოსურათის ფონზე, გუშინ თბილისის ცენტრში, ჭავჭავაძის პროსპექტ №34-ში, დიდ სარეკლამო ელექტრონულ ბანერზე გამოჩნდა პროექტ „GeocellSay“-ის ფაგლებში, რომელსაც მობილური კავშირის კომპანია Geocell-ი ახორციელებდა. გეორგიევსკის ლენტიანი გზავნილის ავტორი ახალგაზრდა პოლიტოლოგი და ევრაზიის ინსტიტუტის წევრი ირაკლი ყიფიანია.

საქართველოს ნებისმიერ მცხოვრებს პროექტის ფარგლებში შეეძლო გაეგზავნა თავისი ტექსტური შეტყობინება ანდა გამოსახულება ელექტრონული ფოსტით, რათა შემდგომ ის 20 წამით გამოჩენილიყო ზემოაღნიშნულ ბანერზე.

ამან სააკაშვილის ექსმმართველი პარტია „ნაციონალური მოძრაობისადა მისი ფაშისტური ახალგაზრდული ფრთის ისტერიკა გამოიწვია, რომელთა მოთხოვნითაც კომპანია „Geocell“-მა უკვე მოუბოდიშა თბილისელებს, გაავრცელა რა სამარცხვინო სპეციალური განცხადება:

უპირველეს ყოვლისა, ძალიან ვწუხვართ იმის გამო, რომ ასეთი სახის გზავნილი გამოჩნდა ბილბორდზე. შეგახსენებთ, რომ პროექტი ხორციელდება ახალგაზრდა კრეატიულ კომპანია „Deehubs „- თან ერთად, რომელიც ქმნის ახალი ტიპის სოციალურ მედიას. თითოეული მესიჯი ბილბორდზე  ჩნდება მხოლოდ 20 წამით, ხოლო ფოტოსურათი გზავნილის ავტორს ეგზავნება მეილზე.

პირველივე დღიდან პროექტში ჩაება უამრავი ადამიანი და შემოვიდა რეკორდული რაოდენობის მესიჯი, რომელთა ფილტრაცია ხდება პროექტის ავტორის - „Deehubs“- ის მიერ. მიუხედავად ამისა, ჯეოსელი პასუხისმგებლობას არ იხსნის და ბოდიშს იხდის გამოქვეყნებული გზავნილის შინაარსის გამო.

კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მესიჯების შინაარსი ეკუთვნის გამომგზავნს და არ გამოხატავს ჯეოსელის დამოკიდებულებას და განწყობას".

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ მობილური კავშირის ოპერატორი - უცხოური კომპანია „Geocell“ განსაკუთრებით აყვავდა სააკაშვილის რეჟიმის დროს, რადგან რეპრესიის მანქანად გადაქცეული საქართველოს შსს-ს მომსახურებაზე ექსკლუზიური უფლება მოიპოვა, რის დასტურადაც  პოლიციის ყველა საპატრულო ავტომანქანაზე, ნომრის ნაცვლად, ეწერა - „Geocell”...