რედაქტორისგან
გორჩაკოვის ფონდი მადლობას უხდის საქინფორმის მთავარ რედაქტორს მეგობრული, კონსტრუქციული და დასაბუთებული კრიტიკისათვის

griS-polit-1-redaq-1საქართველო, 12 მარტი, ქინფორმი. პატივცემულო მკითხველო! გუშინ, ანუ საქინფორმის მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილის პუბლიკაციის „«ПРАВДА О МОСКВЕ» (Фонд Горчакова идёт по неверному пути РИА Новости) შემდეგ, ჩვენი საინფორმაციო სააგენტოს რედაქციაში ა. მ. გორჩაკოვის სახელობის საჯარო დიპლომატიის მხარდაჭერის ფონდის აღმასსრულებელი დირექტორის მოადგილის, ბატონი რომან გრიშენინის პასუხი მოვიდა:

პატივცემულო ბატონო ხიდირბეგიშვილო!

ნება მიბოძეთ მადლობა გადაგიხადოთ გულწრფელი დაინტერესებისთვის საქართველო-რუსეთის ურთიერთობების ნორმალიზაციით, მეგობრული, კონსტრუქციული და, ჩემი შეხედულებით, იმ ნაბიჯების დასაბუთებული კრიტიკისათვის, რომელსაც გორჩაკოვის ფონდი აღნიშნული მიმართულებით ახორციელებს.

ძალიან ვაფასებთ თქვენს აზრს და რეკომენდაციებს ამ საკითხში, ღია ვართ თქვენთან და თქვენდამი დაქვემდებარებულ საინფორმაციო სააგენტოსთან თანამშრომლობისათვის.

გულწრფელი პატივისცემით,

რომან გრიშენინი, ა. მ. გორჩაკოვის სახელობის საჯარო დიპლომატიის მხარდაჭერის ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე