"თავისუფალი დემოკრატების" ახალგაზრდული ფრთა აქციას გამართავს
დღეს, 15:00 საათზე, "თავისუფალი დემოკრატების" ახალგაზრდული ფრთა სახელმწიფო კანცელარიასთან საპროტესტო აქციას გამართავს. აქციის ლოზუნგი იქნება: "ნუ გაურბიხართ კონფლიქტის ზონის მოსახლეობის პრობლემებს".
როგორც საქინფორმს პოლიტიკური პარტია "თავისუფალი დემოკრატების" ახალგაზრდული ფრთის თავმჯდომარემ სულხან ღლონტმა განუცხადა, აქციის მიზანი იქნება, ხელისუფლებამ რეალურად დაინახოს ის პრობლემები, რომლებიც საქართველოს რეგიონებში არსებობს. მისი თქმით, ამ პრობლემებს "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის, ირაკლი ალასანიას რეგიონებში ვიზიტისას გაეცნენ. "საპროტესტო აქციის მიმართ დაინტერესება საკმაოდ ბევრმა ადამიანმა გამოხატა", - განაცხადა მან.