პუბლიკაციები
„ჩვენ გავაფართოებთ ოპერაციას „ატლანტიკური მზაობა“, შევქმნით რა ერთიან ფრონტს უკრაინაში აგრესიის წინააღმდეგ!“ - ლატვიამ აშშ-გან ჯავშანტექნიკა მიიღო

latvia-zar-3-anსაქართველო, 11 მარტი, საქინფორმი. 120 ერთეულზე მეტი ჯავშანტექნიკა დღეს აშშ-მ  ლატვიას მიაწოდა. მათ შორისაა ტანკები M1A2 Abrams და ჯავშანმანქანები M2A3 Bradley. ლატვიის თავდაცვის სამინისტროს პრესასმსახურმა განმარტა, რომ ეს პროგრამა Atlantic Resolve-ის (“ატლანტიკური მზაობა“) ფარგლებში გაწეული დახმარებაა ბალტიის ქვეყნების თავდაცვისუნარიანობის განსამტკიცებლად.

ოპერაცია „ატლანტიკური მზაობა“ წარმოადგენს ნატოს კოლექტიური უსაფრთხოების იდეის მომხრეობისა და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებისთვის მხარდაჭერის  დემონსტრაციას... ჩვენ გავაფართოებთ ოპერაცია Atlantic Resolve-ს, შევქმნით რა ერთიან ფრონტს უკრაინაშ აგრესიის წინააღმდეგ. ოპერაცია გაგრძელდება მანამ, სანამ იარსებებს ჩვენი მოკავშირეებისათვის მხარდაჭერისა და რეგიონული ჰეგემონიისგან რუსეთის შეკავების უცილებლობა“, - განაცხადა რიგაში ჩასულმა აშშ-ის შეიარაღებული ძალების გენერალ-მაიორმა ჯონ ო’კონორმა.