პუბლიკაციები
უფლებადამცველი, ყოფილი დისიდენტი, ფსიქიატრი, უკრაინის ფსიქიატრთა ასოციაციის პრეზიდენტი სემიონ გლუზმანი: „არ მესმის, კვიტაშვილი მშვიდად როგორ იღებს ფულს და თავი მინისტრად მოაქვს?!“

gluzman-zar-1-anსაქართველო, 11 მარტი, საქინფორმი. უფლებადამცველი, ყოფილი დისიდენტი, ფსიქიატრი, უკრაინის ფსიქიატრთა ასოციაციის პრეზიდენტი სემიონ გლუზმანი უკრაინის ჯანდაცვის სისტემის მისეულ ხედვას წარმოაჩენს და უწყების ამჟამინდელ ხელმძრვანელ ალექსანდრე კვიტაშვილს აკრიტიკებს.

ახალ მინისტრ კვიტაშვილს დღემდე არ გაუნაწილებია ვალდებულებები თავისი მოადგილეებისათვის. თუ ის დიპლომიანი მენეჯერია, თავი უნდა ჩამოიხრჩოს. როგორ იმუშაონ ადამიანებმა? როცა ამ კითხვას ვსვამ, ადამიანები თავში ხელებს იტაცებენ და თვალს მარიდებენ. ანუ იქ ხდება ის, რაც უწინ არ მომხდარა. ადრე რაღაც მოქმედი დაქვემდებარება იყო... და ეს ბოდვა, რომელიც მან „UNICEF”-ის შესყიდვების შესახებ შემოგვთავაზა?! რასაკვირველია, ეს იდეალური იქნებოდა, მაგრამ ამისათვის კანონების შეცვლაა საჭირო. ჯერჯერობით ეს არ მომხდარა და არ მესმის, როგორ იღებს მშვიდად ფულს კვიტაშვილი და თავი მინისტრად მოაქვს.

... სიმართლე გითხრათ, მეგონა, რომ ოლგა ბოგომოლეცს დანიშნავდნენ. ჩემი საქმისთვის ეს საუკეთესო გადაწყვეტილება იქნებოდა, რადგან ჩემთვის საკმარისია, რომ ის ჭკვიანია და, საერთოდ, წიგნებს კითხულობს. ის ნორმალური ინტელიგენტი ადამიანია...“