შექმნილ ვითრებაში 21 მარტამდე ვაცხადებთ მორატორიუმს საპროტესტო აქციების გამართვაზე და ხელისუფლებას ვთავაზობთ გამართოს კონსტრუქციული დიალოგი რეალურ ოპოზიციასთან შემდეგ საკითხებზე:
პარლამენტის თავმჯდომარემ:
„ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაულებრივი რეჟიმის შეფასება, კანონი ლუსტრაციის შესახებ;
სასოფლო მიწების პრივატიზების შესახებ კანონპროექტი;
იუსტიციის მინისტრმა და მთავარმა პროკურორმა:
7 ნოემბრის და 26 მაისის დარბევების გამოძიება, აგრეთვე ადამიანების ლიკვიდაციის, წამების, 2008 წლის 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების გამოძიება;
ყოფილი უკანონო პატიმრების სისხლის სამართლის საქმეების გადახედვა;
ეკონომიკის და ფინანსთა მინისტრებმა:
ეკონომიკური კრიზისის დაძლევის პროგრამა;
ჯანდაცვის და ენერგეტიკის მინისტრებმა:
საწვავზე და მედიკამენტებზე მონოპოლიური ტარიფები (კარტელური გარიგებების შეზღუდვა);
ქვეყნის რეალურმა მმართველმა - ბიძინა ივანიშვილმა:
„ოცნების“ საარჩევნო დაპირებების შესრულება: სოფლის მეურნეობაში და გადამამუშავებელ წარმოებაში ინვესტიცია (1.000.000.000 აშშ დოლარი);
იპოთეკით დაზარალებულებისა და ე.წ. ბინათმოსარგებლეების გამოსახლებაზე მორატორიუმის დაწესება, რესტრუქტურიზაციის დაბალპროცენტიანი და გრძელვადიანი სესხები;
თუ ხელისუფლება უარს იტყვის რეალურ ოპოზიციასთან დიალოგზე, 22 მარტიდან ჩვენ განვაახლებთ მწვავე საპროტესტო აქციებს“, - ნათქვამია აღნიშნულ განცხადებაში.