სამართალი
თბილისის აეროპორტში ორი რეისი შეფერხდა

aeroportiთბილისის საერთაშორისო აეროპორტმა ერთსაათიანი შეფერხების შემდეგ მუშაობა განაახლა. შეფერხება ბარგში აღმოჩენილმა საეჭვო საგანმა გამოიწვია. სამართალდამცველებმა საეჭვო ნივთში ასაფეთქებელი ნივთიერება ვერ აღმოაჩინეს. თუმცა ამ ფაქტმა 2 რეისის 55 წუთით შეფერხება მოახდინა. კომპანია "აეროსვიტის" რეისი დნეპროპეტროვსკის მიმართულებით და კომპანია "პეგასუსის" რეისი სტამბულის მიმართულებით შეფერხდა. მაგრამ არც ერთი რეისი არ გადადებულა. ამ დროისთვის თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ჩვეული რეჟიმით მუშაობს.