საზოგადოება
აჭარის უმაღლესი საბჭოს „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქცია კიევში ლევან ვარშალომიძეს შეხვდა

frakcia-sazog-3საქართველო, 11 მარტი, საქინფორმი. უცნობია თუ რა იყო ამ შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა, თუმცა როგორც ფრაქციის ხელმძღვანელმა „მაესტროსთან“ საუბარში აღნიშნა, ამ შეხვედრას კავშირი არ აქვს აჭარაში მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისთან. უცნობია შეხვდნენ თუ არა დეპუტატები ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს.

ეს არის ჩვეულებრივი მიმდინარე საკითხები, საუბარი იყო იმ ურთიერთობებზე, რაც არის ჩვენ ორ ქვეყანას შორის, ეს არაფერ კავშირში არ არის იმ პროცესებთან, რაც დღეს უნდა გაიმართოს უმაღლეს საბჭოში“, - განაცხადა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე პეტრე ზამბახიძემ.