პოლიტიკა
სააკაშვილი - იდიოტია

grig-pol-2-redსაქართველო, 11 მარტი, საქინფორმი. როგორც სააკაშვილმა პროგრამა „შუსტერ-Live“-ის ეთერში განაცხადა, იგი ავტომანქანა Hyundai-ს ყიდვას აპირებდა, თუმცა, საბაჟო გადასახადის გამო უკრაინაში ამ მარკის მანქანის ფასი საქართველოში Maserati-სას უტოლდება. ამასთან, სააკაშვილმა ვერ მოახერხა უკრაინაში მიწის ნაკვეთის შეძენა მიწის გაფორმების გაჭიანურებული პროცედურების გამო.

სააკაშვილი რომ იდიოტია, მსოფლიოში დიდი ხანია არავისთვის საიდუმლოს აღარ წარმოადგენს, მაგრამ, როგორც ჩანს, ის იდიოტებად თვლის ყველა დანარჩენს: სააკაშვილმა მისი პრეზიდენტობის 9 წლის მანძილზე მილიონობით დოლარი იშოვა ნარკოტრანმზიტზე ავღანეთიდან საქართველოს გავლით ევროპაში (თურქეთის გავლით) და რუსეთში (პანკისის ხეობის გავლით - ჩრდილოეთ კავკასიისკენ); უკრაინასა და ისრაელში შეძენილი იარაღის მიყიდვით ბოევიკი-ტერორისტებისათვის ყველა „ცხელ წერტილში“; მოახდინა ყველა ბიზნესმენის ქონების ქონფისკაცია საქართველოში, მათ გარდა, ვისაც ღალა დააკისრა; უცხოელებს მიჰყიდა თითქმის მთელი საქართველო - მიწა და სტრატეგიული დარგები; მთლიანად აკონტროლებდა ენერგომატარებლების ბიზნესს - ჰქონდა წილი საქართველოში გაყიდული ბენზინისა და დიზელის საწვავის თითოეულ ლიტრში და ელექტროენერგიის თითოეულ კილოვატში; აკონტროლებდა საქართველოს ყველა ტელევიზიას და დღემდე ფლობს ყველაზე დიდ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს, რომელიც მფლობელს წაართვა და შემდეგ მოკლა (კიწმარიშვილი); მოკლა პატრაკაციშვილი და მიისაკუთრა მისი ბიზნეს-ობიექტები, მოკლა ჟვანია და მიისაკუთრა მისი ფული სეიფიდან, ასევე სხვა აქტივები; საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან გაიტანა ფიროსმანის ორიგინალები და ბევრი სხვა შედევრი; მეუღლესთან ერთად ვაჭრობდა ადამიანის ორგანოებით (სიის გაგრძელება უსასრულოდ შეიძლება)...