საქართველო, 11 მარტი,
საქინფორმი. ავადმყოფი ადამიანის, მით უფრო ნარკომანის დაცინვა ცოდვაა... ისევე, როგორც მათი ფეისის ტირაჟირება. თუმცა, სააკაშვილის ფეისისა - შეიძლება, თანაც, ორი მიზეზით. როგორც
ძებნაში მყოფი სისხლის სამართლის დამნაშავისა (რათა სახეზე ყველა ცნობდეს), და როგორც
შეხსენებისა საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომ ეს შეშლილი და ნარკომანი 9 წლის განმავლობაში მათი პრეზიდენტი იყო და დღესაც პრეზიდენტად რჩება მისი თანამოაზრეებისათვის, რომლებიც 21 მარტს საპროტესტო აქციით გამოვლენ თბილისის ცენტრალურ პროსპექტზე.
როგორც ჩანს, მიშას, კაიფშიც კი, თავში „ნათელი აზრები“ არ მოსდის, ამიტომ საქართველოს ექსპრეზიდენტი თავის Facebook-გვერდზე სხვის - მაგალითად, სოქსელის რომელიღაც იდიოტი მომხმარებლის - ნიკით Sergey Fedchuk (სერგეი ფედჩუკი) ბოდვის რეკლამირებას ახდენს, რომელიც იწყება სიტყვებით „ჯანდაბას საქართველო...“ (წაიკითხეთ ქვემოთ).
„საინტერესო აზრები ჩვენს Wall-ზე“, - კომენტარს უკეთებს სააკაშვილი „ფედჩუკის“ პოსტს, რომელიც, სავარაუდოდ, მიშკას მიერ დაქირავებული ბლოგერია...