პუბლიკაციები
ობამამ ხელი მოაწერა კანონს უკრაინის ენერგეტიკული კომპლექსის პრივატიზაციის შესახებ! „დიდება უკრაინას - გმირებს დიდება!“

obama-zar-3-anსაქართველო, 10 მარტი, საქინფორმი. აშშ-ის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ენერგეტიკულ სფეროში უკრაინული პოლიტიკის ცვლილებას ითვალისწინებს. საუბარია კანონზე HR 5859, რომლის ბირთვსაც უკრაინის მთელი ენერგეტიკული მეურნეობის პრივატიზაციის დეტალური გეგმა წარმოადგენს, - წერს საქმიანი გამოცემა „გერმანიის ეკონომიკური სიახლეები“.

ამერიკული გეგმის თანახმად, საპრივატიზაციოა ყველა სფერო, რომლებიც ენერგეტიკული ბუნებრივი რესურსების მოპოვებასა და ტრანსპორტირებას უკავშირდება, ასევე ენერგიის განახლებადი წყაროების სფერო. გეგმა წარმოდგენილია როგორც რუსეთიზე ენერგეტიკული დამოკიდებულებისგან უკრაინის გათავისუფლების სტრატეგია. მისი რეალიზაციისთვის იგეგმება მსოფლიო ბანკისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის გავლენების გამოყენება და კერძო ინვესტიციები.