ერაყში ისლამური სახელმწიფოს აშშ-ის პასპორტიანი სამხედრო მრჩევლები დააკავეს
საქართველო, 10 მარტი,
საქინფორმი. ერაყელმა ძალოვნებმა
ნაინავას პროვინციაში კონტრტერორისტული ოპერაცია „
მორიელის ნესტრის“ მიმდინარეობისას ტერორისტული დაჯგუფება „
ისლამური სახელმწიფოს“ ოთხი სამხედრო მრჩეველი დააკავეს. როგორც სააგენტო
Sama იუწყება,
სამი მათგანი ამერიკული და ისრაელის პასპორტის მქონე აღმოჩნდა. მეოთხეს სააგენტო სპარსეთის ყურის ერთ-ერთი ქვეყნის მოქალაქეს უწოდებს.
იერიშისას რამდენიმე ბოევიკი დაიღუპა, ხოლო დაკავებული უცხოელები ბაღდადში უსაფრთხოების ცენტრს გადასცეს.